Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720748&print=yes&view=jobs
 
უფროსი არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი არქიტექტორი
მომწოდებელი: ISync
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
არქიტექტურული კომპანია "აისინქი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი არქიტექტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება, ესკიზის შედგენა-დამუშავება, დეტალიზაცია;
** საპროექტო დავალების შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება დამკვეთისათვის გადასაცემად;
** მშენებლობის ნებართვისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
** არქიტექტურული პროექტის მუშა დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადება.
** საპროექტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულობა;
** არქიტექტურული ნახაზების კორექტირება საჭიროების შესაბამისად;
** პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ კანონმდებლობასთან;
** მუნიციპალიტეტში შესატანი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი მონიტორინგი;
** პროექტირების პროცესში, საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ეტაპზე ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** II, III და IV კლასის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** მოქმედი კანონმდებლობის ცოდნა და თბილისის არქიტექტურის სამსახურთან ურთიერთობის გამოცდილება;
** Archicad -ის მაღალ დონეზე ცოდნა (BIM-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ჩაითვლება უპირატესობად დამატებითი პროგრამების ცოდნა (Rhino, Photoshop, D5 Render);

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ
** ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით.
** პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 3 თვიანი გამოსაცდელი ვადა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (რეზიუმეს და პორტფოლიოს ზომა არ უნდა აღემატებოდეს 20მბ-ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურა არ განიხილება.): contact@isync.ge. წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გამოგზავნამდე, გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ ჩვენს საიტზე (https://isync.ge/) განთავსებულ პროექტებს, კომპანიის ხედვასა და არქიტექტურულ სტილს, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ ჩვენი ხედვები თანხვედრაშია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია