|
დასახელება:
ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
ზღაპარი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე ახალციხის ფილიალში.
სამუშაო პირობები:
** თვის განმავლობაში რეგულარული 1 ვიზიტი, დანარჩენ შემთხვევაში გამოძახების შესაბამისად.
** ანაზღაურება 150 ლარი
მოვალეობები:
** მაღაზიათა ქსელში ელექტრო-ტექნიკური სამუშაოების შესრულება (შეკეთება/მონტაჟი).
** შეთანხმებულ ვადებში მაღაზიების ელექტრონული სისტემების გამართულობის გადამოწმება.
** შიდა ელექტრო გაყვანილობის, ავტომატიზირებული მოწყობილობების, ჩამრთველების, ძრავების ელექტროგაყვანილობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება.
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით (აუცილებელია ელექტროენერგიასთან მუშაობაზე ვადიანი დაშვების სერტიფიკატი)
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@zgapari.ge
ასევე, გასაუბრებაზე ჩასაწერად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 22 66 40
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|