|
დასახელება:
ქსელის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ინტელკომ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
Ubiquiti, MikroTik, Teltonika, Uniview, HiLook, Draka და სხვა წამყვანი მსოფლიო ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში — "ინტელკომ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://intellcom.net/ka/company/
ძირითადი მოვალეობები:
** ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია და ინსტალაცია;
** გაყიდვის შემდგომ მომხმარებელთა მხარდაჭერა.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
** LAN/WAN ქსელები;
** კორპორატიული WiFi;
** ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები;
** IP ტელეფონია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან III-IV კურსის სტუდენტი;
** IP ქსელის საფუძვლების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
** ფიქსირებული ხელფასი: თვეში 1500 ლარი;
** კვარტალური და საახალწლო პრემიები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგები;
** პროფესიული განვითარების და თანამდებობრივი დაწინაურების ხელშეწყობა;
** რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42 — "ინტელკომ ჯგუფის" ახალაშენებული, თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, 25 ადამიანზე გათვლილი საკონფერენციო ოთახით, შეხვედრების ოთახებით, გასართობი და სპორტული სივრცეებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
** სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი);
** შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითონ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება — "ქსელის სპეციალისტი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.
|
|
|
|