Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720704&print=yes&view=jobs
 
ექთნის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთნის დამხმარე
მომწოდებელი: ფსიქიკური ჯანმრთ. და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას - ექთნის დამხმარის პოზიციაზე თბილისში, ფსიქიატრიულ სტაციონარულ განყოფილებაში.

"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.

"ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი" განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:

** სრული საშუალო და/ან პროფესიული განათლება;
** სამკურნალო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტების ყოველდღიური მოვლა, ზრუნვა და ჰიგიენის დაცვა;
** სამედიცინო პერსონალის დახმარება და მითითებების შესრულება პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე;
** პაციენტის მონიტორინგი და დღის განრიგის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების და უსაფრთხოების დაცვა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კეთილსინდისიერება;
** ემპათიურობა;
** მოტივირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ექთნის დამხმარე თბილისში)/ ან დაგვიკავშირდით მობილურის ნომერზე: 598 88 39 20

სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა გრაფიკის მიხედვით.
მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია