|
დასახელება:
ფიზიოთერაპევტი
|
| მომწოდებელი:
Ensana კურორტი საირმე
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
"Ensana" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში
კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.
რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: Ensana Sairme North, Ensana Sairme Southt და Ensana Sairme Springs. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.
ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.
თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
საერთაშორისო ბრენდი Ensana ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.
ვაკანსიის დასახელება: ფიზიოთერაპევტი
კომპანია: Ensana Health Spa Hotels
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრის/პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება;
** ინდივიდუალური სამკურნალო და ველნეს პროგრამების შედგენა;
** ფიზიოთერაპიული პროცედურების ჩატარება (ვარჯიში, მასაჟი, ელექტრო/ულტრაბგერითი თერაპია და სხვ.);
** ჰიდროთერაპიის, მინერალური აბაზანებისა და სპა პროცედურების გამოყენება;
** პაციენტის პროგრესის მონიტორინგი და პროგრამის კორექტირება;
** სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაცემა (ვარჯიში, ცხოვრების წესი);
** სამედიცინო ჩანაწერების წარმოება;
** ექიმებთან, სპა და ველნეს გუნდთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სპა/ველნეს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შესაბამისი განათლება (ფიზიოთერაპია/რეაბილიტაცია)
** ანატომიისა და რეაბილიტაციის მეთოდების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word, და ა.შ.)
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
კომპანიის ბენეფიტი:
** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ფიზიოთერაპევტი.
|
|
|
|