Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720683&print=yes&view=jobs
 
ფრონტ ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Pine Astoria
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
სასტუმრო "Pine Astoria" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფრონტ ოფისის ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე, მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფასა და სტუმრებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფრონტ ოფისის გუნდის მიერ მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური ოპერაციების ზედამხედველობა, მათ შორის ჩექ-ინისა და ჩექ-აუთის პროცესები;
** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების დროული და პროფესიონალური მართვა;
** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია შეუფერხებელი ოპერაციების უზრუნველსაყოფად;
** გუნდის მუშაობის მონიტორინგი, განვითარება და მხარდაჭერა;
** სტუმრების მონაცემების სიზუსტის კონტროლი და ადგილობრივი რეგულაციების დაცვა;
** გრაფიკების დაგეგმვაში მონაწილეობა და სამუშაო რესურსების მართვა;
** ინვოისების კონტროლი და ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჰოსპიტალითი ინდუსტრიაში;
** ფრონტ ოფისის ოპერაციების, სტუმართმომსახურების სტანდარტებისა ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება აღნიშნულ უცხო ენებზე);
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** "Electra" სისტემის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარები, დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციისა მაღალი დონე;

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ანაზღაურება: კომპეტენციებიდან გამომდინარე

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: HR@astoriatbilisi.ge

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

თქვენ მიერ წარმოდგენილი განაცხადი/CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდება ვაკანსიის შესაბამისობის შეფასების"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

განაცხადის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი მონაცემები გამოყენებულ იქნას ასევე სხვა მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიებზე შესაფერისობის განსაზღვრის მიზნით. განაცხადი შეინახება მაქსიმუმ 2 წლის განმავლობაში, ხოლო დასაქმების შემთხვევაში — დასაქმების პერიოდის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია