Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720671&print=yes&view=jobs
 
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: მწვანე სკოლა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
"მწვანე სკოლის" საბურთალოს კამპუსში მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ გსურთ თქვენთვის საყვარელი საქმიანობა დაუკავშიროთ განათლების მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე კვალიფიციურ გუნდს, რომელიც მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებაზე და მათ სთავაზობს საუკეთესო გარემოს თავიანთი შესაძლებლობების გამოსავლენად, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და მუდმივად ძიების პროცესშია, რათა თითოეული დღე მოსწავლეებისთვის გახადოს აღმოჩენებითა და ემოციებით დატვირთული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მასწავლებლად მუშაობის უფლება - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
** მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა;
** მოსწავლეზე ორიენტირებული საინტერესო გაკვეთილების ჩატარება;
** მოსწავლეთათვის პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა;
** მოსწავლეთა განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესთან და საჭიროებებთან დაკავშირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მასწავლებლის კვალიფიკაცია;
** სკოლაში / ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან CV-ის საფუძველზე, მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@greenschool.org.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია