Робота для біженців з України
პრომო გოგო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომო გოგო
მომწოდებელი: 3D Painter
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
კომპანია "3D Painter" სუვენირების მაღაზიათა ინოვაციური ქსელი აცხადებს ვაკანსიას პრომო გოგოს პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას იმუშაო ნახევარ განაკვეთზე, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში, სადაც შეძლებ პარალელურად სწავლასაც და შემოსავლის მიღებასაც.

რას გთავაზობთ:

** სტუდენტებზე მორგებული მოქნილი გრაფიკი
** სამუშაო ადგილმდებარეობა: გალერეა ან თბილისი მოლი
** სამუშაო დღეები: კვირაში 3-4 დღე (შეთანხმებით)
** სამუშაო დრო: 14:00-22:00
** ანაზღაურებადი სტაჟირება: 1 კვირა
** დღიური ანაზღაურება: 50 ლარი + გაყიდვების ბონუსები
** ხელფასის ჩარიცხვა კვირაში ერთხელ
** აქ დაგხვდებათ თბილი, მხარდამჭერი და პოზიტიური სამუშაო გარემო
** გამოცდილება საჭირო არ არის ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით და დაგეხმარებით პროფესიულ განვითარებაში

პრომოუტერის მოვალეობები:

** მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა,
** კომუნიკაციის დაწყება და პროდუქტის/ბრენდის პირველადი გაცნობა, რათა ადამიანი გაჩერდეს და ჩვენი პროდუქციით დაინტერესდეს.
** ხალხის აქტიური ჩართვა და მოზიდვა.
** დაინტერესებული მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, საჭიროების სწორად განსაზღვრა და გაყიდვამდე მიყვანა.
** პროფესიული კონსულტაცია, პროდუქტის შერჩევაში დახმარება და გაყიდვის დასრულება.
** სტენდების მოწესრიგება და ვიზუალური წესრიგის შენარჩუნება
** მენეჯერის მითითებების შესრულება და გუნდთან თანამშრომლობა

ვის ვეძებთ:

** კომუნიკაბელურ და პოზიტიურ ადამიანს
** პასუხისმგებლიან და პუნქტუალურ კანდიდატს
** მომხმარებელზე ორიენტირებულ პიროვნებას
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე მცოდნეს

თუ გინდა შეიძინო გამოცდილება, გაიუმჯობესო კომუნიკაციის უნარები და იმუშაო სასიამოვნო გარემოში — გამოაგზავნე CV: 3dpainterm@gmail.com. Subject: Promo Girl.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე