|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ტურინვესტ ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე რესტორან "არგო" - ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
** თავაზიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადის შერვაძის აღმართი #78
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით;
კვება: უზრუნველყოფილია;
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|