Робота для біженців з України
რეპორტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეპორტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: TNET
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
შემოუერთდი "TNET"-ის ციფრული ეკოსისტემის გუნდს რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00

შენი როლი თინეთში:

** მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და სტრუქტურირებული ფორმით წარმოდგენა ბიზნეს საჭიროებების შესაბამისად;
** სხვადასხვა დეპარტამენტიდან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მონაცემების სიღრმისეული დამუშავება ეფექტური გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად;
** ვიზუალური ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით ინტერაქტიული რეპორტებისა და დეშბორდების შექმნა;
** რეპორტინგის პროცესების მუდმივი მონიტორინგი, ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია სამუშაო ეფექტურობისა და დროის რესურსის გაუმჯობესების მიზნით;
** მონაცემთა სისწორის კონტროლი, ხარისხის შემოწმება და ტესტირება;
** რეპორტინგის სტანდარტებისა და პროცედურების შემუშავება/განახლება, პროცესების გამჭვირვალობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად;
** გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა მონაცემთა საჭიროებების განსაზღვრისა და ბიზნეს მიზნებთან შესაბამისი ანალიტიკური გადაწყვეტების შესაქმნელად;
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის თანამედროვე ინსტრუმენტების დანერგვასა და განვითარებაში აქტიური მონაწილეობა.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და SQL Queries-ის წერის გამოცდილება;
** მონაცემთა ანალიტიკური დამუშავების, ტესტირებისა და ვალიდაციის უნარი;
** Tableau, Power BI ან სხვა BI ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება;
** რეპორტებისა და დეშბორდების შექმნისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.

თინეთში დაგხვდება:

** ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
** ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
** მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
** სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
** კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ:

** გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tnet.ge
** შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა.

შპს "თინეთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე