|
დასახელება:
მძღოლ-დისტრიბუტორი
|
| მომწოდებელი:
ელიტ ფუდი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
გაყინული ხორც-პროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია - შპს "ელიტ ფუდ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-დისტრიბუტორის პოზიციაზე.
აუცილებელი მოთხოვნები:
** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** ასაკი 20-50
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტების მომარაგება გაწერილი შეკვეთებისა და დაგეგმილი მარშუტის მიხედვით;
** ზედნადებების მიხედვით შეკვეთების მითვლა;
** ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სხარტი აზროვნება
** დროის ოპტიმალურად გადანაწილების უნარი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის N38
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი 1, 500 ლარიდან
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: hr.elitfood@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 05 75 93; 551 16 44.
|
|
|
|