|
დასახელება:
კონსტრუქტორ-ზედამხედველი
|
| მომწოდებელი:
მონოლითი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს კონსტრუქტორ-ზედამხედველის პოზიციაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობა:
** ნახაზების მომზადება Autocad პროგრამაში
** დოკუმენტაციის მომზადება - პროექტის ტექნიკური ფაილის, კვანძების დეტალური ნახაზების მომზადება
** ობიექტზე ვიზიტი - კონსტრუქციული პროექტის საავტორო ზედამხედველობა
** მთავარ კონსტრუქტორთან მუდმივი კომუნიკაცია
** პროექტის მენეჯერთან კომუნიკაცია
საჭირო უნარები და კომპეტენცია:
** ტექნიკური ცოდნა;
** ორგანიზაციული უნარები;
** პრობლემის გადაჭრა-აღმოფხვრის უნარი
გამოცდილება და მოთხოვნები:
** პროექტების მართვის პროგრამების ცოდნა (მაგ. MS Project, Primavera, AutoCAD)
** ბიუჯეტირებისა და დაგეგმვის უნარები
** კომუნიკაციისა და ლიდერული უნარები
** სამუშაოთა სპეციფიკაციების და ნორმების ცოდნა
** განათლება:
** უმაღლესი განათლება სასურველია სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით
** პროფესიული სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესად მაგალითად (ARCHICAD, AUTOCAD, უსაფრთხოების სერთიფიკატი, საინჟინრო და სხვა)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
|
|
|
|