|
დასახელება:
CRM პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მონოლითი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს CRM პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქციები:
** ბიზნეს პროცესების ანალიზი და დამკვეთის/სტეიქჰოლდერების მოთხოვნების გამოვლენა;
** მომხმარებლის მოთხოვნებისა და საჭიროებების შეგროვება, დოკუმენტირება და დავალებების ფორმაზე ჩამოყალიბება;
** Bitrix24-ის სტანდარტული ფუნქციების ცოდნა და მისი შესაძლებლობების მიმოხილვა კომპანიის პროცესებთან შესაბამისობის კუთხით;
** ფუნქციონალის შეთავაზება მომხმარებლებსა და გუნდებს, საუკეთესო (ოპტიმალური) გადაწყვეტების რეკომენდაცია;
** სტანდარტული ფუნქციონალის ინტეგრირება და დანერგვა კომპანიის ბიზნეს პროცესებში;
** ცვლილებებით გამოწვეული განახლებების პროექტულად დანერგვა და გუნდებთან კოორდინაცია;
** სისტემის ფუნქციონალური ტესტირება, შედეგების ანალიზი და ხარისხის უზრუნველყოფა;
** დანერგილი ფუნქციონალური ცვლილებების მხარდაჭერა და ცოდნის გადაცემა გუნდისთვის (training, documentation);
** Support კომპანიებზე მუშაობა: კომპანიის შიდა და მომხმარებლის მოთხოვნების მიღება და დამუშავება, შესაბამისი რეკომენდაციის მიცემა, ან და დაზუსტება და მიმართულების მიცემა (ონლაინ/ოფლაინ);
** მონაცემთა ბაზის მართვა: მომხმარებლის მონაცემების სიზუსტის კონტროლი, მონაცემთა იმპორტი/ექსპორტის მხარდაჭერა და CRM ადმინისტრირება;
** დანერგილი პროცესების პერიოდული გადახედვა და მათი შესაბამისობის შემოწმება ახალ/შესაბამის პროცესებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სისტემური გადაჭრის უნარი;
** გამოცდილება Bitrix24 პლატფორმაზე (სტანდარტული ფუნქციების ცოდნა და მოდულების შედარების გამოცდილება);
** პროექტების და დავალებების დელეგირების და მართვის უნარი;
** მონაცემთა მართვისა და იმპორტ/ექსპორტის გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და დოკუმენტირების უნარები;
** CRM-ის დანერგვის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.
ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
|
|
|
|