|
დასახელება:
ინჟინერ-გეოდეზისტი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ გეოდეზისტის (ტოპოგრაფის) პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის ქ. N24გ (გასვლითი ვიზიტები ობიექტებზე);
ანაზღაურება: შეთანხმებით.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** მონაწილეობას მსხვილ საინჟინრო-სამშენებლო პროექტებში;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს და მოქნილ სამუშაო გრაფიკს.
ძირითადი ამოცანები:
** ტოპოგრაფიული გადაღებების, დაკვალვისა და აზომვითი სამუშაოების შესრულება;
** ტერიტორიის აგეგმვა და ტოპოგრაფიული კვლევების ჩატარება;
** ნიშნულებისა და კოორდინატების კონტროლი;
** საველე და კამერალური აზომვების შესრულება და დამუშავება;
** დაკვალვის სამუშაოების შესრულება;
** მაღალი სიზუსტის ნიველირება და საკონტროლო ქსელების მართვა;
** საყრდენი რეპერების განსაზღვრა და შენარჩუნება პროექტის განმავლობაში;
** საპროექტო კოორდინატებისა და ნიშნულების გადატანა CAD/BIM სისტემებიდან სამშენებლო მოედანზე;
** კონსტრუქციული ღერძების, ბადეების და ელემენტების დაკვალვა და კონტროლი;
** ვერტიკალური და ჰორიზონტალური სიზუსტის კონტროლი;
** შენობის ვერტიკალურობისა და კონსტრუქციული ელემენტების სიზუსტის კონტროლი;
** დეფორმაციების (გადაადგილების) მონიტორინგი;
** შესრულებული სამუშაოების აზომვა და as-built დოკუმენტაციის წარმოება;
** გაზომვების ცდომილებების ანალიზი და გეომეტრიული ტოლერანტობების განსაზღვრა;
** ტექნიკური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ან/და პროფესიული სასწავლებლის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
** ტოპოგრაფიული გეგმებისა და ნახაზების მომზადების უნარი;
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** კოორდინატთა სისტემებისა და გეოდეზიური გამოთვლების ცოდნა;
** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (გზები, შენობები, ინფრასტრუქტურა და ა. შ.);
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და შედგენის უნარი;
** გეოდეზიური ხელსაწყოების ცოდნა და გამოყენება (ტაქეომეტრი Leica TS10 5", GPS Stonex S850+, ბაზა როვერი Stonex S980+, დრონი (სასურველია));
** CAD და სპეციალიზებული პროგრამების ცოდნა (AutoCAD, 3D-Civil, ArcGIS);
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის (წერითი, ვერბალური) უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ თვლით, რომ ფლობთ ამ პოზიციის შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, გთხოვთ გაგვიზიარეთ, მხოლოდ ქართულ ენაზე შედგენილი, CV/რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: icm.ex.info@gmail.com
სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ინჟინერ გეოდეზისტი (ტოპოგრაფი)."
(გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან).
შენიშვნა:
პირის მიერ CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების შენახვა განხორციელდება 6 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|