|
დასახელება:
კვების ტექნოლოგი
|
| მომწოდებელი:
Nura
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
ჩვენ ვართ ინოვაციური საკვები პროდუქტების ბრენდი "NURA", რომელიც ქმნის მუხუდოზე დაფუძნებულ ჯანსაღ და განსხვავებულ პროდუქტებს — ხუმუსს, შოკოლადის სპრედებსა და სხვა თანამედროვე healthy food კატეგორიის პროდუქტებს.
პოზიციის აღწერა:
ვეძებთ გამოცდილ კვების ტექნოლოგს საკონსულტაციო ფორმატში, რომელიც დაგვეხმარება პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებაში, ტექსტურისა და shelf life-ის ოპტიმიზაციაში, ახალი პროდუქტების განვითარებაში, ასევე საწარმოო პროცესებისა და საჭირო დანადგარების სწორად დაგეგმვაში.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** პროდუქტის ტექსტურის, სტაბილურობისა და გემოს გაუმჯობესება
** რეცეპტურების დახვეწა და ახალი პროდუქტების შექმნა
** პროდუქტის ტენიანობის, pH-ისა და shelf life-ის მართვა
** ემულსიებისა და სტრუქტურის სტაბილურობის ოპტიმიზაცია
** საწარმოო პროცესების დაგეგმვა და გაუმჯობესება
** საჭირო დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შერჩევაზე კონსულტაცია
** წარმოების ტექნოლოგიური ხაზის ოპტიმიზაციის რეკომენდაციები
** ბუნებრივი ინგრედიენტებით სტაბილური და ხარისხიანი პროდუქტის შექმნაში მხარდაჭერა
მოთხოვნები:
** გამოცდილება კვების ტექნოლოგიაში
** სასურველია გამოცდილება spreads / sauces / hummus / plant-based პროდუქტების მიმართულებით
** food chemistry-ის საფუძვლების ცოდნა (ტენიანობა, pH, ემულსიები, სტაბილურობა)
** shelf life-ისა და პროდუქტის უსაფრთხოების საბაზისო ცოდნა
** საწარმოო დანადგარებისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა იქნება უპირატესობა
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი
თანამშრომლობის ფორმატი:
** Part-time / საკონსულტაციო ჩართულობა
** მოქნილი გრაფიკი
** შესაძლებელია პროექტული ან გრძელვადიანი თანამშრომლობა
რას გთავაზობთ:
** მუშაობა ინოვაციურ და სწრაფად მზარდ ბრენდზე
** შესაძლებლობა რეალურად იმოქმედოთ პროდუქტის განვითარებაზე
** თავისუფალი და მოქნილი სამუშაო ფორმატი
** ახალი healthy food კატეგორიის შექმნაში მონაწილეობა
როგორ გამოგვეხმაუროთ:
გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და მოკლე აღწერა თქვენი გამოცდილების შესახებ ელფოსტაზე: info@sulainternational.ge ან დაგვირეკეთ +995 593 119 865.
|
|
|
|