|
დასახელება:
ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
Manamo Home
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 11 ივნისი
|
კომპანია "Manamo Home", რომელიც წარმოადგენს "VESTEL"-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის პარტნიორ ბრენდს, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე ქ. თბილისში
რას გთავაზობთ ჩვენ:
** კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
** თანამშრომლის სპეციალური ფასდაკლება VESTEL-ის და MANAMO HOME-ის პროდუქციაზე;
** სამუშაო ინსტრუმენტებს: კომპანიის ავტომანქანას და საწვავით უზრუნველყოფას;
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 40 საათი);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. №126 (სერვის-ცენტრი);
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის კუთვნილი ავტომანქანით ობიექტებზე გადაადგილება;
** კონდიციონერების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება;
** სარეცხი მანქანებისა და მაცივრების ტექნიკური მომსახურება;
** ადგილზე გასვლითი სერვისის განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** საყოფაცხოვრებო ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა და ტექნიკური უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@mateks.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკოსი
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "მატექს ჯორჯიამ" (VESTEL) და "Manamo Home"-მა დაამუშაონ თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით და შეინახონ ისინი კანონმდებლობით დადგენილი ვადით. თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნეს ჰოლდინგში შემავალ სხვა მსგავს პოზიციებზეც.
|
|
|
|