Робота для біженців з України
ჰორეკას ქსელის განვითარების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკას ქსელის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
კომპანია საწარმო "კამპა" აცხადებს ვაკანსიას: ქსელის განვითარების მენეჯერი ჰორეკას მიმართულებით.

ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 17:00 (ორშაბათი - პარასკევი - ბათუმი)
ტრანსპორტირება: საკუთარი ავტომობილი / ბ კატეგორიის მართვის მოწმობა
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად
პასუხისგება: პასუხისმგებელია გაყიდვების მონიტორინგის ხელმძღვანელთან

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება ჰორეკას მიმართულებით
** ახალ ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება, პირობების შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება
** ფასების, პირობების, დისტრიბუციის და მარკეტინგული აქტივობების შეთანხმება
** ჰორეკას მიმართულებით პარტნიორების მართვა და თანამშრომლობის გაღრმავება
** არსებულ ქსელებთან ხელშეკრულების მიხედვით გაწერილი პირობების კონტროლი და დაცვა
** გაყიდვების შედეგების, ქსელის საჭიროებებისა და ბაზრის ტენდენციების ანალიზი
** რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტისთვის
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** ჰორეკას სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია მართვის მოწმობა B კატეგორია;
** აუცილებელია Microsoft Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი და ორგანიზებულობა.

რას გთავაზობთ:

** საწვავი კვირის ჭრილში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: k.tvalavadze@campa.ge

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე