Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720442&print=yes&view=jobs
 
ბავშვთა ადრეული განვითარების სასწავლო-სასტაჟიორო პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სასწავლო-სასტაჟიორო პროგრამა
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს მიღებას ბავშვთა ადრეული განვითარების სასწავლო-სასტაჟიორო პროგრამაზე.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს.

ორგანიზაციის მისიაა: თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის, ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, საზოგადოებაში ჩართულობისა და სოციალური ინკლუზიის მიზნით.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების" გუნდი აცხადებს მიღებას ბავშვთა ადრეული განვითარების სასწავლო-სასტაჟიორო პროგრამაზე, განვითარების ეტაპების დაყოვნების მქონე ან/და შშმ ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით.

პროგრამა მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება ბავშვთა ადრეული განვითარების სფეროში. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები განიხილებიან ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიებზე დასაქმების მიზნით, თბილისში და რეგიონებში (რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ქარელი).

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პირებს, ასევე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შემდეგი სპეციალობებიდან: ფსიქოლოგია, მედიცინა, ფიზიკური თერაპია, მეტყველების თერაპია, ქცევის თერაპია, ოკუპაციური თერაპია, პედაგოგიკა, ბაღის აღმზრდელის პროგრამა ან მომიჯნავე სპეციალობები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება; შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** აუცილებელია კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ბავშვებთან, განვითარების შეფერხების მქონე ან/და შშმ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა, მოტივირებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კარგი წერითი კომუნიკაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი;

პროგრამის პირობები:

პროგრამის ფარგლებში ორგანიზაციის გუნდი უზრუნველყოფს შერჩეული მონაწილეების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხებში, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიმართულებით.

გადამზადება გულისხმობს ონლაინტრენინგს (36 საათი), რომლის ფარგლებშიც მსმენელები მიიღებენ ბავშვთა ადრეული განვითარების პრინციპების, შეფასებისა და მუშაობის საბაზისო ცოდნას.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ჩატარდება ტესტირება (პირისპირ შეხვედრა). ტესტირების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

წარმატებული მონაწილეები განიხილებიან ორგანიზაციის მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიებზე დასაქმების მიზნით.

პროგრამაში მონაწილეობის საფასურია 400 ლარი. თანხის გადახდა შესაძლებელია სრულად, სწავლის დაწყებამდე, ან ორ ეტაპად:

** სწავლის დაწყებამდე — 200 ლარი;
** 10 საათის მოსმენის შემდგომ — დარჩენილი თანხა.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;

განაცხადის წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
** გასაუბრება/ტესტირება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი.

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 25 მაისი.

განაცხადი წარმოდგენილი უნდა იქნას ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com

"Subject" ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პროგრამის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია