Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720440&print=yes&view=jobs
 
წყლის ჭების მბურღავთა ჯგუფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყლის ჭების მბურღავთა ჯგუფის მენეჯერი
მომწოდებელი: წყლის ჭაბურღილების კომპანია
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
წყლის ჭაბურღილების კომპანია აცხადებს ვაკანსიას წყლის ჭების მბურღავთა ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება:

ხელფასი (2551+638+383+1532) - 4721 ლარი

** ფიქსირებული ხელფასი - 2551 ლარი;
** ავტომობილის იჯარა - 638 ლარი;
** ბონუსი ყოველ ჭაბურღილზე (თვეში მინ 4) - 383 ლარი;
** საწვავი + კვება + ტელეფონი

სამუშაოს აღწერილობა:

** წყლის ჭაბურღილების ბურღვის პროცესის ყოველდღიური ზედამხედველობა;
** წყლის ჭაბურღილების ბურღვის პროცესის რეგულარული კონტროლი, კონტრაქტორებთან კომუნიკაცია;
** წყლის ჭაბურღილების ბურღვის პროცესში საჭირო დამხმარე მასალების შესყიდვა;
** წყლის ჭაბურღილების ბურღვის პროცესის ლოჯისტიკური ჯაჭვის დაგეგმვა და მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გეოლოგიის, სამშენებლო ან მომიჯნავე დარგში;
** არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ტექნიკური ან საოპერაციო მიმართულებით;
** რუსული ენის ცოდნა;
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** B-კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული თვისებები:

** ენერგიულობა და ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ინფორმაციისა და ინსტრუქციების სწრაფად გაცნობის/ათვისების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sakuraconstructiongeo@gmail.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით წყლის ჭაბურღილების კომპანიას და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: sakuraconstructiongeo@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია