|
დასახელება:
ღონისძიების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მოზაიკა
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
"მოზაიკა" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ღონისძიების ბიუჯეტის დეტალური მომზადება;
** ღონისძიების ლოკაციების სკაუტინგი და ტექნიკური დეტალების ანალიზი;
** არსებულ კონტრაქტორებთან ურთიერთობა, ახალი კონტრაქტორების/სერვისების მოძიება, პირობების შეთანხმება;
** ღონისძიების დამტკიცებული კონცეფციის შესაბამისად ღონისძიების სრულ პროცესში მონაწილეობის მიღება და პროცესების მართვა;
** ყოველდღიურად ლოგისტიკოსის გრაფიკის შემუშავება და შესრულების მონიტორინგი;
** ღონისძიებისთვის კრიზისული სიტუაციის მართვის გეგმის შემუშავებაში ჩართულობა;
** ღონისძიების დასრულების შემდგომ რეპორტის მომზადებაში ჩართულობა: შემსრულებელთა შესრულებული სამუშაოს შეფასება, შესყიდული საქონლის/სერვისის ხარისხის შეფასება და ანალიზი, პრობლემების და მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზი, რეკომენდაციები თუ რა როგორ უნდა გაკეთებულიყო სხვანაირად;
** ღონისძიებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილად დაარქივების უზრუნველყოფა თემატიკის და თარიღების მიხედვით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტის, მარკეტინგის, PR-ის ან მასკომუნიკაციის მიმართულებით)
** 3+ წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ივენთების მართვის პრაქტიკული გამოცდილება
** MS Office პროგრამების ფლობა (Excel, PowerPoint)
პიროვნული თვისებები
** თავდაჯერებულობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22 მაისი, 2026.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ: მისამართზე: info@mozaika.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ, ვაკანსიის დასახელება).
|
|
|
|