|
დასახელება:
მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
სეზანის საგამომცემლო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
"სტამბა სეზანი" საქართველოს პოლიგრაფიულ ბაზარზე წარმატებით ფუნქციონირებს 1998 წლიდან.
კომპანია ორიენტირებულია, დამკვეთებისათვის მაღალი ხარისხის პოლიგრაფიული პროდუქციის შექმნასა და შეთავაზებაზე.
"სეზანი" აცხადებს ვაკანსიას მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი; დიდი დიღომი, არჩილ მეფის 1;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00-დან 18:00 საათამდე;
ხელფასი NET: 1000 ლარიდან (გამოსაცდელ ვადაში).
ფუნქცია-მოვალეობები: პოლიგრაფიული მასალის, წიგნების, ჟურნალების, ბლოკნოტების მზადების პროცესში არაავტომატიზირებული ხაზის ოპერატორებისა და მანქანა-დანადგარის ოპერატორის დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია პოლიგრაფიული განათლება ან მსგავს საწარმოში მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რუტინული სამუშაოს შესრულების უნარი;
** სამუშაოს დაკვირვებით შესრულების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალთა გუნდს, საქმის ადგილზე შესწავლის პერსპექტივას.
კონკურსის ეტაპები:
** განაცხადების CV - ის გადარჩევა;
** გასაუბრება.
ტ: 2 35 70 05;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე: teoolortkipanidze@gmail.com შერჩევის პროცესი გაგრძელდება 2026 წლის 8 ივნისის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მანქანა-დანადგარის ოპერატორის თანაშემწე.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.
"სეზანი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|