Робота для біженців з України
B2B გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 11 ივნისი
პოლიგრაფიული ბიზნესის კომპანია იწვევს ახალ თანამშრომლებს.

კომპანიისთვის ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს, თანამშრომელს, რომელიც პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. პოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები იყვნენ დეტალებზე ორიენტირებული, ჰქონდეთ კრეატიული და ინოვაციური მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობა.

ანაზღაურება: დამწყებთათვის 1200 ლარიდან მზარდი + ბონუსი; ხოლო გამოცდილების მქონეთათვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი,
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 18:00 სთ-მდე.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა-ჩატარება, სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის მარკეტინგის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ;
** ხელმძღვანელების მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
** მზარდ სახელფასო სისტემას;
** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

სასურველია არამწეველი

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მოგვწერეთ მეილზე: managerm761@gmail.com

გამოაგზავნეთ CV ფოტო სურათით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე