Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720384&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: dayoff.
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შემოუერთდი dayoff.- ის გუნდს!

dayoff. — ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიური რუტინა ჩერდება. ჩვენ ვხსნით პრემიუმ კლასის ახალ, ულტრა-მინიმალისტურ კაფეს, სადაც ლაბორატორიული სიზუსტე და ყავის ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი კონცეფცია აერთიანებს ხარისხიან ყავას, საავტორო სენდვიჩებს, თანამედროვე ექსკლუზიურ ტექნოლოგიებსა და კომფორტულ გარემოს.

ამ ეტაპზე ვეძებთ დიასახლისს, რომელიც მზად იქნება, გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!

ლოკაცია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 22. გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 9 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათიანი შესვენებით.

შენი მთავარი ამოცანები იქნება:

** სამზარეულოს ინვენტარისა და ჭურჭლის რეცხვა
** ქიმიური ხსნარების მოხმარების კონტროლი და აღრიცხვა
** კაფის ფართისა და სველი წერტილების სუფთად შენარჩუნება
** ნარჩენების გატანა

რა გელოდება ჩვენთან?

** მეგობრული, მზარდი გუნდი
** დაზღვევა 3 თვის შემდეგ

შემოგვიერთდი, თუ:

** ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური
** სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: info@dayoff.cafe და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15.05.2026

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია