Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720383&print=yes&view=jobs
 
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: dayoff.
გამოქვეყნდა: 11 მაისი / ბოლო ვადა: 15 მაისი
შემოუერთდი dayoff.-ის გუნდს!

dayoff. — ეს არის სივრცე, სადაც ყოველდღიური რუტინა ჩერდება. ჩვენ ვხსნით პრემიუმ კლასის ახალ, ულტრა-მინიმალისტურ კაფეს, სადაც ლაბორატორიული სიზუსტე და ყავის ხელოვნება ერთმანეთს ერწყმის. ჩვენი კონცეფცია აერთიანებს ხარისხიან ყავას, საავტორო სენდვიჩებს, თანამედროვე ექსკლუზიურ ტექნოლოგიებსა და კომფორტულ გარემოს.

ამ ეტაპზე ვეძებთ მიმტანს რომელიც მზად იქნება გახდეს ჩვენი გუნდის ახალი, ენერგიული და შემოქმედებითი წევრი!

ლოკაცია: ქ. თბილისი, ი. აბაშიძის 22. გრაფიკი: კვირაში 5 დღე | 9 საათიანი სამუშაო დღე, 1 საათიანი შესვენებით.

შენი მთავარი ამოცანები იქნება:

** სამუშაო დღის დასაწყისში ობიექტის მომზადება;
** სტუმრების მიღება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით;
** შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
** ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარის და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში.

რა გელოდება ჩვენთან?

** პროფესიული გადამზადება და ტრენინგები;
** მეგობრული, მზარდი გუნდი;
** გარემო, სადაც შენი იდეები და ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია;
** ახალი ბრენდის შექმნაში თანამშრომლობის გამოცდილება;
** დაზღვევა 3 თვის შემდეგ.

შემოგვიერთდი, თუ:

** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** ხარ პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და პუნქტუალური;
** გიყვარს გუნდური მუშაობა და ღია ხარ განვითარებისთვის;
** სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: info@dayoff.cafe და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15.05.2026
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია