|
დასახელება:
მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
BM Capital
|
|
გამოქვეყნდა: 10 მაისი
/ ბოლო ვადა: 10 ივნისი
|
"BM Capital" - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.
მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
"BM Capital"-ში ამჟამად ვეძებთ ენერგიულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია.
თუ ხარ ადამიანი, რომელსაც:
** არ ეშინია ზარების;
** შეუძლია ადამიანების დარწმუნება;
** უყვარს დინამიკური გარემო;
** უნდა განვითარება და მაღალი შემოსავალი, მაშინ
ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი | 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1400 - 1700 ლარი (ფიქსირებული + ბონუსები)
** ფიქსირებული ანაზღაურება: 600 ლარი
** ბონუსი: შესრულებული გეგმების შესაბამისად
** თვეში საშუალო ჯამური ანაზღაურება: 1400 - 1700 ლარი
კომპანიაში, რეალური ზრდისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
მოვალეობები:
** ახალი მძღოლების მოძიება და გამავალი ზარების განხორციელება;
** მძღოლებთან კომუნიკაცია სოციალური არხების საშუალებით;
** მათი ჩართვა ტაქსოპარკის სისტემაში;
** საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება;
** მარკეტინგულ ვიდეოებსა და რილებში მონაწილეობა.
აუცილებელია:
** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** სწრაფ გარემოში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა და დისციპლინა.
დამატებითი მოთხოვნები:
** კამერასთან კომფორტულად ხარ;
** ცივი გაყიდვების გამოცდილება გაქვს;
** გიყვარს შედეგზე მუშაობა და კონკურენცია.
თუ გინდა იყო ძლიერი და მზარდი გუნდის ნაწილი, გამოიმუშაო მეტი და განვითარდე თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში, გამოგვიგზავნე CV ელექტრონულ მისამართზე: hr@bmcapital.ge
სათაურში მიუთითე: "მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი"
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|