Робота для біженців з України
სამეურნეო საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო საწყობის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 (1 საათი შესვენებით)
სამუშაო რეჟიმი: კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაო ლოკაცია: შპს "ავერსი-ფარმა" ტერმინალი, ქ. თბილისი, კობახიძის ქ. 9

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღების, დასაწყობებისა და განთავსების პროცესების ორგანიზება;
** პროდუქციის გაცემის უზრუნველყოფა შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე;
** სასაწყობო ნაშთების კონტროლი და აღრიცხვა;
** დაზიანებული ან ჩამოწერილი პროდუქციის მართვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად;
** საწყობის უსაფრთხოების წესების (შრომითი და პროდუქციის უსაფრთხოება) დაცვა;
** საწყობის ოპერაციული პროცესების გამართულად წარმართვა და კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკის, მენეჯმენტის ან შესაბამის სფეროში);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასაწყობე/ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 5 97 00 29 87

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 28.05.2026 წელი.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/gMWkiZixWt
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე