Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720319&print=yes&view=jobs
 
ლოგისტიკის სპეციალისტი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: გარდაბნის თბოსადგური 2
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 22 მაისი
ენერგეტიკული კომპანია შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

პირობები:

ანაზღაურება: კონკურენტული, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
სამუშაო გრაფიკი: კომპანიის მიერ წინასწარ დამტკიცებული მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად.
სამუშაო ადგილი: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. 2ბ

ბენეფიტები:

** უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა;
** კორპორატიული მობილური ტელეფონის ნომერი შეღავათიანი ტარიფებით.

ძირითადი მოვალეობები:

** განახორციელოს თბოელექტროსადგურის პერსონალის უსაფრთხო გადაადგილება დანიშნულებისამებრ;
** იყოლიოს ა/მანქანა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში;
** დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოების წესები და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები;
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა კატეგორია - B და D.

გამოცდილება:

** მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე (სასურველია ავტობუსზე)

აუცილებელი უნარები:

** საგზაო მოძრაობის, უსაფრთხოების ტექნიკის, და სახანძრო უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა;
** სატვირთო ა/მ აგრეგატების დანიშნულებისა და მუშაობის პრინციპის ცოდნა;
** თოვლიან და მოყინულ გზაზე მოძრაობის თავისებურებების ცოდნა;
** წვიმიან და ნისლიან ამინდში მოძრაობის თავისებურებების ცოდნა.

მოცემულ ვაკანსიაზე განაცხადის წარმოდგენის მიზნით, გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელმისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2026 წლის 22 მაისისა.

გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

შენიშვნა:

** კანდიდატის მიერ განაცხადის ფარგლებში წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გარდაბნის თბოსადგური 2"-ის მიერ (ს/კ: 426529759) (მათ შორის, უფლებამოსილი პირების მეშვეობით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. კანდიდატი განაცხადის წარმოდგენით ეთანხმება ზემოაღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge
** დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას.
** გთხოვთ არ შემოიტანოთ აპლიკაცია, თუ თქვენი განათლება და კვალიფიკაცია არ შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია