Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720317&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტდ ვინუს
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
"ტდ ვინუს" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ტდ ვინუს" არის ახალი ბრენდი ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და საკვები პროდუქტების მიმართულებით. ჩვენ ვქმნით პროდუქტს ქართულ ღირებულებებზე დაყრდნობით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და იდენტიფიცირება;
** აქტიური გაყიდვები და მოლაპარაკებები, მათ შორის "ცივი" ზარების განხორციელება, ვიზიტების დაგეგმვა, პროდუქციის პრეზენტაცია, მოლაპარაკებების წარმოება და საბოლოო შეთანხმების მიღწევა;
** სტრატეგიულ კლიენტებთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების დამყარება;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ დეტალური რეპორტების წარმოება;
** გაყიდვების დეპარტამენტისთვის ყოველთვიური და ყოველწლიური გეგმების შემუშავება კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური გაყიდვების ინდივიდუალური/გუნდური გეგმების შესრულებაზე ზრუნვა;
** არსებული პორტფელის შენარჩუნება და გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ტენდენციების ანალიზი ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კორპორატიული (B2B) გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პრემიუმ ბრენდების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა.

თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: kartulikvali@gmail.com

შეტყობინების სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "ტდ ვინუს" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

** თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "ტდ ვინუსი" ამუშავებს თქვენ შესახებ.
** თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: kartulikvali@gmail.com
** რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ პოლიტიკა.

შპს "ტდ ვინუსი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია