Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720302&print=yes&view=jobs
 
პროექტის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ

ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართო მასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზების და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე ვეძებთ პროექტის მენეჯერის ასისტენტს, რომელიც დაეხმარება პროექტის მართვის გუნდს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის მენეჯერისთვის დახმარების გაწება პროექტების დაგეგმარებაში, კოორდინაციაში და აღსრულებაში.
** ყოველდღიური და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
** პროექტის გრაფიკის მონიტორინგი.
** შეკვეთების მომზადება მასალებისა და მომსახურების შესყიდვისთვის.
** პროექტის ნახაზების და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის კოორდინაცია.
** ყოველთვიურად შესრულებული სამუშაოების აქტის მომზადება.
** ანალიტიკური ანგარიშების მომზადება პროექტის გუნდისთვის.

განათლება და კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო-საინჟინრო სფეროში
** კურს დამთავრებული.
** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში 2 წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს.
** ძლიერი ინტერესი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვაში.

კომპიუტერული უნარები:

** Microsoft offices - სამუშაო დონეზე.
** MS Project - სამუშაო დონეზე.
** AutoCAD - გამოყენების დონეზე.

ენები:

** ქართული ენა - თავისუფლად.
** ინგლისური ენა - მაღალ დონეზე.

პირადი უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებისადმი ყურადღების უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი

რას გთავაზობთ:

** საშუალება იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
** პროფესიული განვითარება წამყვან სამშენებლო კომპანიაში
** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესწავლა
** თანამედროვე პროექტის მართვის პრინციპების შესწავლა
** კარიერული ზრდა, როგორც მომავალი პროფესიონალი პროექტის მენეჯერი
** ხელფასი: 2600 ლარი ხელზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "პროექტის მენეჯერის ასისტენტი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია