|
დასახელება:
სასტუმროს რეგისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ნუნისი
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
ბალნეოლოგიური კურორტი "ნუნისი" მდებარეობს ხარაგაულის რაიონში, სოფელ ნუნისთან და ხარაგაულის ტყეპარკთან 1 კმ-ში. იგი განთქმულია სამკურნალო წყლის აბაზანებით და ისტორიული ღირშესანიშნაობებით.
2002 წლიდან ბალნეოლოგიურმა კურორტმა ახალი სახე შეიძინა, კანის სხვდასხვა დაავადებების სამკურნალოდ მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.
იმედია "ნუნისი" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.
სასტუმრო 2026 წლის საზაფხულო სეზონისათვის - 1 ივნისიდან 15 სექტემბრამდე, აცხადებს ახალ ვაკანსიებს.
თანამდებობა: სასტუმროს რეგისტრატორი
ანგარიშვალდებულია: სასტუმროს დირექტორთან
სამუშაო ადგილი: კურორტი ნუნისი
ჩვენი შემოთავაზებაა:
** შესანიშნავი ბუნება და ჰავა
** კომფორტული საცხოვრებელი/სამჯერადი კვება სასტუმრო კომპლექსში
** სახელფასო სარგო: 800 ლარი ხელზე + ბონუსი
** სამუშაო დრო 10:00-19:00 შესვენება 1 სთ
** დასვენების დღეები შეთანხმებით
** კვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება და რეგისტრაცია
** სტუმრების გაწერა
** დაჯავშნების მართვა (ონლაინ, ტელეფონით, ადგილზე)
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროს სერვისებზე
** სტუმრების გასვლა-შემოსვლის განრიგის აღრიცხვა და მონიტორინგი
** ჯავშნების აღრიცხვა და მონიტორინგი
** დამლაგებლების ინფორმირება სტუმრების გასვლა-შემოსვლის შესახებ
** სატელეფონო ზარებზე პასუხი
** გადახდების მიღება (ნაღდი/ბარათი)
** ინვოისების და ქვითრების გაცემა
** სტუმრების მონაცემების შეყვანა სისტემაში
** ნომრების ხელმისაწვდომობის კონტროლი
** ყოველდღიური ანგარიშების მომზადება სალაროს ბრუნვასა და ნაშთზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასტუმროში მიღებული 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსული, ინგლისური (სასაუბრო) ენის მცოდნეთ
** საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** მოსმენის უნარი
** დარწმუნების უნარი
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: nunisi2002@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სასტუმროს რეგისტრატორი.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 ივნისი. მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება სატელეფონო საშუალებით დაკავშირება, რის შემდეგაც დაინიშნება ონ-ლაინ ან პირადი შეხვედრა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|