|
დასახელება:
სუშის მზარეული, ვოკის მზარეული
|
| მომწოდებელი:
სუშიკო
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
რესტორანი "სუშიკო", რომელიც მდებარეობს ვერაზე, კორნელი კეკელიძის 14, აცხადებს ღამის ცვლის აზიური კერძების გამოცდილი მზარეულების ვაკანსიას.
გვიხილეთ FB-ზე: https://www.facebook.com/sushicotbilisi
ქსელის განვითარების ამ ეტაპზე ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ, მოტივირებულ გუნდის წევრებს, გვაქვს 4 ვაკანსია.
ღამის ცვლები: სუშის მზარეულის 2 ვაკასია და ცხელების (ვოკის) მზარეულის 2 ვაკანსია.
დასაქმებულს ვთავაზობთ:
** სასიამუვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს,
** დაწინაურების პერსპექტივას, პროფესიულ ზრდას, მეგობრულ გარემოს, დაზღვევას დაზიანებებისაგან და უბედური შემთხვევისაგან სამუშაო ადგილზე, ღამის ცვლებში კომპანიის ხარჯზე ტრანსპორტირებას და კვებას.
** გთავაზობთ მიმზიდველ ხელფასს, ანაზღაურება ერთი სამუშაო ცვლის 81 ლარი (net) გვაქვს 8 საათიანი ცვლები, შესაბამისად ერთი თვის ხელფასი 1700 ლარი (net) და მეტიც გამოდის.
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 5/2 -ზე, ხუთი ღამე მუშაობს და 2 დღე-ღამე ისენებს. ღამის ცვლა 19.00 სთ-დან 03.00 სთ-მდე
ფუნქცია-მოვალეობები:
** სუშის ან ვოკის მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
** ინგრედიენტების მარაგების კონტროლი;
** პროდუქციის ხარისხის, გემოვნური თვისებებისა და ვადების კონტროლი;
** მოწესრიგებული უნიფორმის ტარება;
** სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად;
** საკვები ან სასმელი პროდუქტების, ინვენტარის და დანადგარების უსაფრთხოდ და სწორად შენახვის წესების ცოდნა და დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა სამზარეულოში;
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი.
სავალდებულო მოთხოვნები:
** გამოციდლება სავალდებულოა მინიმუმ 6 თვიანი კონკრეტულად სუშის მომზადების მიმართულებით,
** ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** სუშების მომზადებისას დადგენილი კალკულაციის დაცვა;
** სისუფთავის კონტროლი;
** შეკვეთაზე სწრაფი რეაგირება;
** ფიზიკური და მენტალური გამძლეობა;
** შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** კვების სფეროში მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: +995 577 741661 ან გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: sushikorecruting@gmail.com. აუცილებლად მიუთითეთ ველში "Subject" ვაკანსიის დასახელება - სუშის მზარეული/ვოკის მზარეული.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|