|
დასახელება:
ზარების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ტერავიტა +
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
"ტერავიტა+" — ეს არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც მუშაობს ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქტების მიმართულებით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ცხელი და ცივი ლიდების ბაზასთან და უზრუნველვყოფთ მომსახურების მაღალ დონეს.
ვეძებთ ზარების ხარისხის კონტროლის სპეციალისტს, რომელიც დაგვეხმარება კომუნიკაციის სტანდარტების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაში.
სამუშაო პირობები:
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
** ხელფასი: ფიქსირებული 1200 ლ (საცდელი ვადის პერიოდში 1000ლ)
** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
** სამუშაო სახლიდან
დასაქმების პირობები:
** დისტანციური მუშაობა და მოქნილი გრაფიკი — შესაძლებელია სწავლასთან შეთავსებაც
** საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან მუშაობის შესაძლებლობა
** კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგებს და მხარდაჭერას.
გამოცდილება და მოთხოვნები:
** სასურველია - გამოცდილება ხარისხის კონტროლში ან ოპერატორების მენტორობაში.
** დასაშვებია სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება, განსაკუთრებით B2C, ნუტრა, ფიზიკური საქონელი.
** CRM- სისტემის, Google ცხრილების და Excel-ის ცოდნა.
** გაყიდვების სტრუქტურისა და დიალოგის ხარისხის სტანდარტების ცოდნა.
ფუნქციები:
** ოპერატორების შემომავალი და გამავალი ზარების მოსმენა და შეფასება განსაზღვრული პერიოდულობითა და კრიტერიუმების მიხედვით
** უკუკავშირით ოპერატორების კმაყოფილების მაჩვენებელი
** იდენტიფიცირებული და გაანალიზებული განმეორებადი შეცდომების ოდენობა
** ანგარიშების სისწორისა და ვადაში შესრულების მაჩვენებელი
** მომხმარებლის კმაყოფილება.
კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის შიდა ტრენინგებსა და სწავლას კომპანიის ხარჯზე
** მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე info@teravita.app და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ზარების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი".
|
|
|
|