|
დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
Arkas Logistics Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "Arkas Logistics Georgia"-ის საქართველოს ფილიალი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.
საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია "Arkas Logistics Georgia", რომელიც 1989 წლიდან საქმიანობს აღნიშნულ სფეროში, ეძებს კვალიფიციურ და მოტივირებულ კანდიდატს საქართველოს ოფისის გუნდის გასაძლიერებლად. თუ მზად ხართ, შემოუერთდეთ წარმატებულ საერთაშორისო გუნდს, სადაც გექნებათ პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, მაშინ ეს თქვენი შანსია!
კომპანიის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდებზე:
Arkas Logistics - https://www.arkaslojistik.com.tr/en-US
Arkas Holding - https://www.arkas.com.tr/en/
სამუშაოს პირობები:
** ადგილმდებარეობა: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00).
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი.
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო.
ძირითადი მოვალეობები:
** ბაზრის კვლევა და პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება;
** პოტენციურ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია (სატელეფონო ზარები, "Cold Calling") გაყიდვების მიზნით;
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება/ჩატარება;
** კლიენტების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა;
** კომუნიკაცია კლიენტებთან და პარტნიორ სატრანსპორტო კომპანიებთან;
** შემოსული მოთხოვნების დამუშავება, ფასთა კოტირება და კონკურენტული შეთავაზებების მომზადება;
** მოლაპარაკებების წარმოება და შეკვეთების გაფორმება;
** გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** პრობლემურ სიტუაციებში ოპერატიული ჩართულობა და ადეკვატური რეაგირება;
** გადაზიდვების მონიტორინგი და კლიენტებისთვის ტვირთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტების პორტფელის ზრდა და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, რეპორტინგი და დასახული გეგმების შესრულება;
** ყოველდღიური დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და სხვადასხვა სიტუაციაში ადაპტაციის უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება: გაყიდვების ან/და საექსპედიტორო (ფორვარდინგ) კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.
განაცხადის მიღების წესი:
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე ელფოსტაზე: tbilisi@arkas.com. გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|