|
დასახელება:
მიმღები ადმინისტრატორი/კონსიერჟი
|
| მომწოდებელი:
ორიონი
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
"ორიონი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საცხოვრებელი კომპლექსის კონსიერჟი / ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი/ვაკე/ ჭავჭავაძის 49ე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე. (შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე)
ხელფასი: 1200 ლარი
მოვალეობები:
** ვიზიტორთა მიღება და შესაბამის ბინაში გადამისამართება;
** უსაფრთხოების წესების დაცვა;
** მაცხოვრებლებისთვის მოსული ამანათების, წერილებისა და კომუნალური ქვითრების მიღება/გადაცემა;
** საერთო სივრცეების (ჰოლი, ლიფტი, ეზო) სისუფთავისა და ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** ტექნიკური ხარვეზის (მაგ. ლიფტის გაჩერება, წყლის გაჟონვა) აღმოჩენისას საავარიო სამსახურის ოპერატიულად გამოძახება;
** მაცხოვრებელთა შიდა განაწესის (ხმაურის კონტროლი, პარკირების წესები) დაცვის ზედამხედველობა;
** სერვისების გადახდების მონიტორინგი;
** სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისა და კომპანიის დირექტორის მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე (მომსახურების სფერო, საცხოვრებელი სახლის რეცეფცია, სასტუმროს რეცეფცია) მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ბაზისური ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სტრესულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირებისა და კონფლიქტების მართვის უნარი.
ვთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** დროულ ანაზღაურებას
** მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია/რეზიუმე ელფოსტაზე: irakli@oriongroup.ge.
577251125
|
|
|
|