Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720128&print=yes&view=jobs
 
შიდა კურიერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა კურიერი
მომწოდებელი: ჯაფარიძე–ქევანიშვილის კლინიკა
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი "ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას შიდა კურიერის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის #13
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (შესაძლებელია დღეგამოშვებით ან ცვლების მიხედვით).
ანაზღაურება: დატვირთვისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად.

უნარები: ჩვენ ვეძებთ პუნქტუალურ და ენერგიულ ადამიანს (ასევე განხილული იქნებიან საპენსიო ასაკის პირები), რომელსაც სურს სტაბილური სამსახური მოქნილი გრაფიკით.

მოვალეობები: სამედიცინო მასალების ტრანსპორტირება კლინიკის შენობის შიგნით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hrkevanishvili@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სანიტრის პოზიცია") ან დარეკეთ 593 133642.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კლინიკის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია