Робота для біженців з України
საწყობის მმართველი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მმართველი
მომწოდებელი: პრომექს+
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "პრომექს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მმართველის პოზიციაზე.

"პრომექს ჯორჯია" არის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და მომწოდებელი სხვადასხვა სამშენებლო აღჭურვილობისა და ინვენტარის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ვართ ამ კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნული პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს ტერიტორიაზე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** ანაზღაურება: ფიქსირებული + მზარდი ბონუსი;
** დამატებითი ბონუსები გაყიდვებიდან;
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
** დასაქმების ადგილმდებარეობა: გარდაბნის რაიონი, სოფელი მარტყოფი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება და სწორად განთავსება;
** ინვენტარიზაციის ჩატარება და მარაგების კონტროლი;
** შეკვეთების დაგეგმვა და მარაგების დროული შევსების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში, პროდუქციის გადატანა ფილიალის შიდა სივრცეში;
** ტვირთის დატვირთვა და გადმოტვირთვა - საჭიროების შემთხვევაში, ტვირთის გადატანა ხელით ან დამხმარე მოწყობილობებით;
** მასალებისა და ინვენტარის მოვლა - საწყობში არსებული ინვენტარის, შეფუთვის მასალებისა და სხვა რესურსების მართვა;
** უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენის წესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** ენები: რუსული და ინგლისური ენა (სასურველია).

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველება;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** თავაზიანობა და კეთილგანწყობა;
** მომხმარებელთა კმაყოფილების შენარჩუნება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე