Робота для біженців з України
დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** გრძელვადიანი და მოკლევადიანი გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით;
** რეგიონში დაქვემდებარებული გუნდის ეფექტური მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** დასავლეთ საქართველოს გაყიდვების დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი;
** ყოველთვიური გეგმების გადანაწილება, შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანალიზის წარმოება;
** დებიტორული დავალიანებების მართვა და რისკების კონტროლი;
** სარეალიზაციო ქსელის გაფართოების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების მომზადება და განხორციელების კონტროლი;
** სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია, ოპერატიული საკითხების მართვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში და მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** გაყიდვების პროცესების, დისტრიბუციის, სავაჭრო ქსელებთან მუშაობისა და ძირითადი KPI-ების საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Office პროგრამების გამართული და მაღალ დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია);
** რეგიონში გადაადგილების უნარი და მზადყოფნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და დეტალებზე ორიენტირებული;

ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://hel-ai.com/apply/DZG9T8x
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე