"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბრენდების მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** ბრენდის მიზნებიდან და სტრატეგიიდან გამომდინარე ასორტიმენტის გაფართოებაზე ზრუნვა და ინიცირებული ინოვაციების დროული და ეფექტური ლონჩის მენეჯმენტი, უშუალო ხელმძღვანელთან ერთად;
** ბრენდის ხარისხზე ზრუნვა;
** სადისტრიბუციო ქსელების პერიოდული ანალიზი და აუდიტი;
** ბრენდის საბაზრო წილის გაზრდაზე ზრუნვა.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება: მარკეტინგი, ბიზნესი ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ორიენტირებული განვითარებაზე;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა (მინ. B2 დონეზე), რუსული ენა (სასურველია);
კომუნიკაბელურობა და გუნდურობა.
ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://hel-ai.com/apply/8W4Q98Ve
|