|
დასახელება:
ბექ ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ინსერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
კომპანია "ინსერვისი" დასაქმების მიზნით იწყებს კადრების შერჩევას ბექ ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შიდა ადმინისტრირების პროგრამაში ინფორმაციის დამუშავება;
** მოწოდებული ინფორმაციის ზოგადი დამუშავება და ანალიზი;
** შემოსავლების ოფიციალურ ვებ-გვერდზე სასაქონლო ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა და კონტროლი;
** შიდა ადმინისტრირების პროგრამაში კონკრეტული დავალებების შესრულება, მონიტორინგის სფეროში;
** ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დოკუმენტების მონიტორინგი და მართვა;
** საბანკო გადარიცხვები და მონიტორინგი;
** შრომის უსაფრთხოების ტრენინგების და საჭიროებების ორგანიზება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტთან შეთანხმებით.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა.
აუცილებელი პირობა:
** კვალიფიკაცია ანალოგიური საქმიანობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილებით სხვა ორგანიზაციაში
** მინიმუმ 2 სარეკომენდაციო წერილი და რეკომენდატორი პირების საკონტაქტო მონაცემები
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 -19:00
ანაზღაურება: ყოველთვიური ანაზღაურება დარიცხული: 1850-2500 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
შრომითი ხელშეკრულების მინიმალური ვადა: 1 წელი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე e.managadze@inservice.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბექ ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი"
განცხადების მიღების საბოლოო თარიღი: 08 ივნისი 2026 წ.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|