კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა. 2014 წლიდან ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge
კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავჭალა, გაგრის ქ. #2
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროგრამაში ავტომატური შეკვეთების მიღება;
** შეკვეთების გენერირება და ობიექტის პლანოგრამასთან შედარება;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის კორექტირება;
** საჭიროებიდან გამომდინარე რეპორტების წარმოება;
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროგრამების APEX და LEAFIO ცოდნა;
** ბაზებთან და შეკვეთებთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** რითეილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge
გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "შეკვეთების კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|