Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720037&print=yes&view=jobs
 
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: გირო კრედიტი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად კვალიფიკაციიდან გამომდინარე + სამედიცინო დაზღვევა.

სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საფინანსო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან სხვა შესაბამის დარგში
** ლოგიკური და სისტემური ანალიზის უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა - პრიორიტეტულია MS Excel;

ძირითადი მოვალეობები:

** დამსაქმებლის ფილიალებში აუდიტის დაგეგმვა და განხორციელება;
** აუდიტორული დავალებების ფარგლებში რისკების იდენტიფიკაცია, შეფასება და ძირეული მიზეზების ანალიზი;
** აუდიტორული ანგარიშების/დასკვნების მომზადება
** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებით, წესების, პოლიტიკის, ბრძანების, მითითებების შესრულება.

პიროვნული უნარები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, მიზანსწრაფული;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 5 ივნისის ჩათვლით გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@girocredit.ge და საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება ხდება ვაკანსიის ვადის ამოწურვამდეც!

დამატებითი ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდებზე: http://www.girocredit.ge/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია