Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=720016&print=yes&view=jobs
 
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
შპს "ინფორმაციული ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის (Refurbishing & Repair) პოზიციაზე.

სამუშაოს ლოკაცია: თბილისი


ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ ინჟინერს, რომელსაც აქვს გამოცდილება ან ინტერესი სხვადასხვა ტიპის ტექნიკური მოწყობილობების აღდგენის (refurbishing) და შეკეთების მიმართულებით.

კანდიდატი უნდა ფლობდეს შემდეგ უნარებს და ცოდნას:

** ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკა და პრობლემების იდენტიფიცირება
** ტექნიკური მოწყობილობების დაშლა/აწყობა და შეკეთება პლატის დონეზე
** საბაზისო ცოდნა ელექტრონიკაში და კომპონენტების მუშაობაში
** soldering / desoldering უნარები
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სქემების წაკითხვის უნარი
** ოპერაციული სისტემებისა და firmware-ის ინსტალაცია/კონფიგურაცია
** ქსელური და IP მოწყობილობების საბაზისო ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი

თუ გსურთ განვითარება ტექნიკურ სფეროში და პრაქტიკული გამოცდილების მიღება თანამედროვე მოწყობილობებთან მუშაობაში, შემოგვიერთდით!

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** სწავლასთან შეთავსებული სამუშაო გრაფიკი
** გამოცდილ IT გუნდთან მუშაობით, საშუალება გექნება მიიღო პროფესიული გამოცდილება და განივითარო პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე, შესაძლებლობა მოგეცემა მოხვდე რეალურ სამუშაო გარემოში და გამოავლინო საკუთარი უნარ-ჩვევები.
** კომპანია უკვე 15 წელზე მეტია ოპერირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარზე საქართველოს მასშტაბით და მისი დამკვეთები სხვადასხვა პროფილის ადგილობრივი თუ საერთაშორისო კომპანიები არიან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და აუცილებლად მიუთითოთ სათაურში "ვაკანსია-ინჟინერი" მეილზე: lika.imerlishvili@itcs.com.ge და გთხოვთ, გაითვალისწინოთ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, და მათ შორის შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას არაუმეტეს 1 წლისა.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან!

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია