Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719959&print=yes&view=jobs
 
წყლის სკუტერების გამქირავებელი/მაშველი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყლის სკუტერების გამქირავებელი/მაშველი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას "ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის" წყლის სკუტერების გამქირავებლის/მაშველის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1760 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

მოვალეობები:

** "ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის" ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის სივრცეში განთავსებული წყლის სკუტერების (ელექტრო დაფები, წყლის ველოსიპედები და სხვა მოწყობილობები) ოპერაციული მართვა და ზედამხედველობა;
** ვიზიტორებისთვის წყლის სკუტერების გამოყენების პროცესის ორგანიზება, ინსტრუქციის მიწოდება და უსაფრთხო გამოყენების უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების (ელექტრო დაფები, წყლის ველოსიპედები) ტექნიკური გამართულობის ყოველდღიური შემოწმება და მათი სწორი ექსპლუატაციის კონტროლი;
** მოწყობილობების დამუხტვის, კონფიგურაციისა და ტექნიკური მოვლა-პატრონობის პროცესების მართვა;
** სამაშველო ინვენტარის (ჟილეტები და სხვა უსაფრთხოების საშუალებები) მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა და მათი გამოყენების კონტროლი;
** წყლის სივრცეში უსაფრთხოების წესების დაცვა, ვიზიტორების კონტროლი და რისკების პრევენცია;
** საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დროული რეაგირება და საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორების წყლიდან ამოყვანა/დახმარება;
** პირველადი დახმარების აღმოჩენა დაზიანების ან ინციდენტის შემთხვევაში;
** ვიზიტორების რეგისტრაციის, გამოყენების დროისა და მომსახურების პროცესის ადმინისტრირება;
** მომსახურების პროცესის ხარისხის კონტროლი და ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** მოწყობილობების გამოყენების, დატვირთვისა და ტექნიკური მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობების მცირე ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ტექნიკური მოწყობილობების მართვის, სერვისის ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:

** აუცილებელია ცურვის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა კომუნიკაციის დონეზე;
** სასურველია გამოცდილება წყალზე ან სპორტულ/რეკრეაციულ აქტივობებთან დაკავშირებულ სერვისებში;
** სასურველია ტექნიკური მოწყობილობების ექსპლუატაციის გამოცდილება;
** სასურველია უსაფრთხოების სტანდარტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია პირველადი დახმარების აღმოჩენის ცოდნა ან შესაბამისი სერტიფიკატი.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ, ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში, განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/3ZEJ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია