Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719913&print=yes&view=jobs
 
სამზარეულოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯერარსი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
სს კლინიკა "ჯერარსი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მუხიანის ქ. 2ა (კლინიკა სს "ჯერარსი")
სამუშაო გრაფიკი: ყოველი 4 დღე 08:30-18:00; მომდევნო 2 დღე - დასვენება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტებისთვის განკუთვნილი საკვების მიღება, შემოწმება და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა
** საკვების სწორად და დროულად განაწილება კლინიკის დეპარტამენტების მიხედვით
** საკვების გაცემის პროცესის ეფექტური ორგანიზება და კონტროლი
** სამზარეულოში ჰიგიენისა და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა
** სამუშაო სივრცისა და სამზარეულოს ინვენტარის მუდმივი წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა
** სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამზარეულოს თანამშრომელი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია