Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719906&print=yes&view=jobs
 
ფრონტ ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Best Western Tbilisi City Center
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"Best Western Tbilisi City Center" აცხადებს ვაკანსიას Front Office Manager-ის პოზიციაზე.

სასტუმრო მდებარეობს თბილისში, ვასილ ბარნოვის 92 ნომერში, მრგვალი ბაღის მიმდებარედ.

პოზიციის აღწერა:

Front Office Manager პასუხისმგებელია Front Office დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების მართვაზე, სტუმრების მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფასა და გუნდის ეფექტურ მართვაზე. პოზიცია მოითხოვს საერთაშორისო ბრენდის სტანდარტების დაცვას და სტუმრების გამოცდილების მუდმივ გაუმჯობესებას.

ძირითადი მოვალეობები:

** Best Western-ის ბრენდ სტანდარტების დაცვა და კონტროლი
** სტუმრების კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა და უკუკავშირის მართვა
** Front Office გუნდის შერჩევა, გადამზადება და განვითარება
** თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების ეფექტურად დაგეგმვა
** PMS სისტემის მართვა (Check-in / Check-out, რეზერვაციები, ბილინგი)
** სტუმრების პრობლემებისა და საჩივრების პროფესიონალურად და დროულად გადაწყვეტა
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია (Housekeeping, F&B, Sales)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა; დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები
** პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების კარგი უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** საერთაშორისო ბრენდულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** ტრენინგ პროგრამებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომას
** მხარდამჭერ და გუნდურ გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Sales@bwtbilisicitycenter.ge ან დაგვიკავშირდით: +995 598 350 365
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია