|
დასახელება:
სამეცნიერო/ტექ. მუზეუმის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 1600 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).
მოვალეობები:
** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმში ვიზიტორების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მუზეუმის სერვისების შესახებ;
** მუზეუმის ვიზიტორთა ნაკადის მართვა და კოორდინაცია, მათ შორის ჯგუფური ვიზიტების ორგანიზებაში ჩართულობა;
** მუზეუმის ბილეთების სისტემის ადმინისტრირება (გაყიდვა, დაჯავშნა, გაუქმება და ცვლილებების მართვა);
** ბილეთებთან დაკავშირებული მომხმარებელთა მოთხოვნებისა და საკითხების დამუშავება;
** ბილეთების სისტემის ტექნიკურ ხარვეზებზე რეაგირება და შესაბამის გუნდთან კოორდინაცია;
** ვიზიტორებისა და პარტნიორების პირველადი კონსულტირება მუზეუმის სერვისების შესახებ;
** სატელეფონო ზარების, ელექტრონული კომუნიკაციისა და შემოსული მოთხოვნების მართვა და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და შესაბამისი უკუკავშირის შეგროვება;
** მუზეუმის სივრცეში მოწესრიგებული, ორგანიზებული და სტუმარზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფა;
** სტატისტიკური მონაცემების (ვიზიტორების რაოდენობა, ვიზიტების ტიპები და სხვა) წარმოება და ანგარიშგებაში მონაწილეობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
დამატებითი მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ, მომსახურების ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში.
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** Microsoft Office-ის პროგრამების კარგი ცოდნა;
** სასურველია ვიზიტორთა მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/Y1OC
|
|
|
|