|
დასახელება:
ვორქშოპ ლიდერი - ხატვა
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 17 მაისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.
ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს გამოცდილ გრაფიკულ ილუსტრატორს, რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის ხატვის ვორქშოპებს.
პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ ვიზუალური თხრობის (Visual Storytelling) სფერო.
პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (ხატვის მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)
მოვალეობები:
** ხატვის ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება;
** ტუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა;
** თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით;
** თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი სახვითი ხელოვნების, გრაფიკული ილუსტრატორის მიმართულებით ან დაკავშირებულ სფეროში.
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ილუსტრაციაში, ხატვაში ან ვიზუალურ ხელოვნებაში ან/და აღნიშნული მიმართულებით სწავლების გამოცდილება.
** Adobe Photoshop-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი
** გუნდის მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი
** ლიდერული და მენეჯერული უნარები
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/Y4uD
|
|
|
|