Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719870&print=yes&view=jobs
 
ვორქშოპ ლიდერი - ანიმაცია - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვორქშოპ ლიდერი - ანიმაცია
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 17 მაისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის ვორქშოპ ლიდერის პოზიციაზე.

ტუმო ქუთაისის კრეატიული და ციფრული ტექნოლოგიების ცენტრი ეძებს ანიმაციის დარგის სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება გუნდს და გაუძღვება მოზარდებისთვის ანიმაციის მიმართულებით ვორქშოპებს.

პოზიცია გაძლევთ შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული გამოცდილებით შთააგონოთ მოზარდები და პრაქტიკული პროექტებისა და ჯგუფური ვორქშოპების მეშვეობით გააცნოთ აღნიშნული სფერო.

პოზიციის დასახელება: ვორქშოპ ლიდერი (ანიმაციის მიმართულებით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)

მოვალეობები:
** ანიმაციის მიმართულებით ვორქშოპების დაგეგმვა და ჩატარება
** მოსწავლეების ტექნიკური და კრეატიული უნარების განვითარება ვორქშოპების ფარგლებში
** თითოეული ვორქშოპის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა შედეგების შეგროვება და შეფასება
** თვითსწავლის აქტივობების ყოველკვირეული შეფასება და მოსწავლეებისთვის უკუკავშირის მიწოდება მათი მაქსიმალური პოტენციალის განვითარების მიზნით
** თანამშრომლობითი და ენერგიული სასწავლო გარემოს შექმნა და ხელშეწყობა
** ტუმოს ცენტრალურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებაში მონაწილეობა
** სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად

მოთხოვნები:

** მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი ანიმაციის, ციფრული მედიის, ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის ან დაკავშირებულ სფეროში
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ანიმაციის ან დაკავშირებულ სფეროში (2D, 3D, motion design ან სხვა) ან/და სწავლების გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით
** Adobe CC Suite-ის ცოდნა
** ანიმაციის პროგრამების ცოდნა (მაგ.: Toon Boom, Adobe After Effects, Blender, Autodesk Maya ან სხვა)
** ანიმაციის საფუძვლების ცოდნა (timing, spacing, storytelling, motion principles)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ რეალურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება (ანიმაციური ვიდეოები, game animation, motion graphics); ვიზუალური ნარატივის შექმნის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება და ინტერაქტიული სწავლების მიდგომების გამოყენების გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარები
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები
** პრეზენტაციისა და ფასილიტაციის უნარი
** გუნდის მოტივაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ანალიტიკური, ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი
** ლიდერული და მენეჯერული უნარები

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/LocF
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია