Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=719868&print=yes&view=jobs
 
ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" ქ. ქუთაისში აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსია: ფინანსური აღრიცხვის სპეციალისტი
მდებარეობა: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქ. №88
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი მოვალეობები:

** წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა და კონტროლი;
** წარმოების ეტაპებზე ნახევარფაბრიკატების მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** მზა პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი აღრიცხვა;
** წარმოების პროცესში გამოყენებული მასალების, წუნდებული პროდუქციისა და დანაკარგების მონიტორინგი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგება;
** წარმოების ხარჯების კალკულაცია და კონტროლი;
** საწყობის ნაშთების სისტემატური კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საწარმოო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საწარმოო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
** FINA-ში საბუღალტრო პროგრამა, მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საწყობის მართვის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია MS Excel-ის სრულფასოვნად ცონდა;
** უცხო ენების ფლობა საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია).

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@onyxcorporation.ge. სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია