|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
|
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 3200 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17 მაისი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26)
მოვალეობები:
** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბისა და ტუმოს ცენტრისათვის მარკეტინგული აქტივობების და საზოგადოებასთან კომუნიკაციების განხორციელება
** მარკეტინგული და საზოგადოებასთან საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება
** ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით საკომუნიკაციო სტრატეგიისა და აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** მედიასთან კომუნიკაცია და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება
** გეგმიური და კრეატიული კონტენტის შექმნა სოციალური ქსელისთვის
** პროექტების ვებგვერდების და სოციალური ქსელების მართვა
** ორენოვანი (ქართული, ინგლისური) კონტენტის შექმნა
** წარმატებული ისტორიების მოძიება და გაზიარება
** ღონისძიებების ორგანიზებაში აქტიური ჩართულობა
** რეპორტინგის წარმოება მოთხოვნების შესაბამისად და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წარმატებულ მარკეტინგულ კამპანიებთან
** შემოსული კითხვებისა და თემების ავტომატიზაცია, კითხვა-პასუხის მართვა
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად
მოთხოვნები:
** მინიმალური განათლება: ბაკალავრი
** სამუშაო გამოცდილება: საზოგადოებასთან ურთიერთობის/მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
** Microsoft Office-ის კარგ დონეზე ცოდნა
უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება
** ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციის უნარი
** გამართულად წერის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/3QKq
|
|
|
|